რიანამ კვლავ აშკარად დაგვანახა, რომ მას კომპლექსები არ აწუხებს. მორიგ ფოტოზე რომელიც მომღერალმა თვითერში დადო ჩვენ დაწვრილებით შეგვიძლია შევაფასოთ მისი უკანალი, რომელსაც თითქმის არც ფარავს უნცაური სამოსი.
ეს შორტია თუ დენიმის სტრინგი? ოჰ ეს რიანა.....
მომღერლის ინტერნეტ აქტიურობა იმდენად მაღალია, რომ საზოგადოება ყოველთვის საქმის კურსშია: სად არის, რა აცვია ან რა არ აცვია.
თვითერში განთავსებული რიანას მორიგი ფოტო ნამდვილი ბომბია. ამბობენ რომ რიანამ ეს ''ასაფეთქებელი ნივთიერება'' ყოფილ შეყვარებულს ქრის ბრაუნს მიუძღვნა.
თუმცა მაინც ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას, რომ ასე რიანა ქრის ბრაუნისათვის გამოეწყო. ფოტო მომღერლის ახალი სიმღერის Poir it Up-ის გადაღებებზეა გადაღებული, ამბობენ რომ სინგლი სტრიპტიზის მაღალ ხელოვნებას ეძღვნება , ამიტომ გასაკვირი არ არის რიანას ჩაცმულობა.
ამერიკულ პრესაში ფოტო მონათლეს როგორც ''შორტის ჩონჩხი'', პრინციპში რაც მართალია.
you know you love me,
xoxo
Gossip Girl
No comments:
Post a Comment