Saturday, April 27, 2013

ჭორიკანა

არასდროს არ გიფიქრიათ როგორ ცხოვრობენ რჩეულები ?
მოგიყვებით!:)
მე ერთ–ერთი მათგანი ვარ. ჩვენ არ ვართ მოდელები, არც მსახიობები, არც პოპ ვარკვლავები და არც მათემატიკოსი გენიოსები.ჩვენ დაბადებდან რჩეულები ვართ–გვაქვს ყველაფერი რაზეც სხვები მხოლოდ თუ იოცნებებენ.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიუ–იორკის ისთ–საიდის სამყაროში. იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვერთობით და გვძინავს.((ზოგჯერ ერთად))
ჩვენ დიდებული პენტჰაუსები გვაქვს საკუთარი ოთახებით, აბაზანებით და ტელეფონის ხაზებით. ჩვენ არ ვართ შეზღუდულები ფულში, სასმელში, და არც სხვა არაფერში. ჩვენი მშობლები სახლშ არასდროს არ არიან და ჩვენ ვსარგებლობთ სრული თავისუფლებით. 
ჩვენ  ნაღები საზოგადოების წევრნი ვართ. და რატო ჩვენ ? და რატომაც არა ?:))
ჩვენი სახლებიდან ხელით მიწვდები ხელოვნების მუზეუმ ,,მეტროპოლიტენს'' რომელიც მეხუთე ავენიუზეა.
B–მ დედამისს სკანდალი მოუწყო ტაქსიში ,,ელი სააბის'' ბუტიკის მოპირდაპირე მხარეს. 
N ბალახს ეწეოდა მუზეუმის კიბეებზე.
C-მა ახალი ფეხსაცმელები იყიდა სკოლისთვის მაღაზია ,,ბარნისში''
ნიუ იორკის ცენტრალურ სადგურზე კი გამოჩნდა მაღალი, დიდებული უცნობი გოგო, რომელიც მე აშკარად ვიღაცას მაგონებდა. გარეგნობით დაახლოებით 17 წლის იყო. 
დავიჯერო  S დაბრუნდა ??????

გოგონა რომელიც ერთი წლის წინ პანსიონში წავიდა და ახლა ისევ დაბრუნდა.
დიახ! S დაბრუნდა პანსიონიდან. თმა გაეზარდა, ლურჯი თვალები აშკარად საოცარ საიდუმლოებს მალავენ. მას ისევ ის ბრწყინვალე ტანსაცმელი აცვია, თუმცა ახლა მასზე  აღმოსავლეთ ინგლისის ქარის ნაკვალევი აჩნდა. დილას ეს–ის სიცილი ექო მეტროპოლიტენის კიბეზე გაისმება, სადაც უკვე აღარ იჯდება მარტო სიგარეტით ან კაპუჩინოთი ხელში, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ნაცნობ სილუეტს დაუქნევს ხელს.
მან ფრჩხილების კვნეტა დაიწყო – კიდევ ერთი თავსატეხი....– და იმის და მიუხედავად რომ ყველა ჩვენგანი ინტერესით მოკვდება თუ რატომ გამოაგდეს პანსიონიდან, მაინც არავინ არ კითხავს მას. ჩვენთვის აჯობებდა რომ ის არ დაბრუნებულიყო, მაგრამ S უკვე აქ არის...
ყოველიშემთხვევისთვის დავხედოთ საათს. თვალისდახამხამებაში ესი საუკეთესო მოსწავლედ გადაიქცევა, ჩაიცვამს კაბას რომელშიც ჩვენ ვერც ჩავეტევით, შეჭამს ბოლო ზეთისხილს, დაკავდება სექსით ცვენი მშობლების საწოლში, დასვრის ჩვენ ხალიჩებს ღვინით, წაგვართმევს შეყვარებულებს, გაიტაცებს ჩვენი ძმების გულებს, დაგვინგრევს ცხოვრებას და მთლიანად გაგანადგურებს!
მაგრამ მე ყველაფერს გავაკონტროლებ. თითოეულ მათ ნაბიჯს. საოცარი წელი გველის. მე ხომ ვგრძნობ ამას:)

You know you love me
Xoxo
GossipGirl

      ♥